მაღლა
Aliexpress WW


ჭარხლის ტოტების მწნილი

ჭარხლის ტოტების მწნილი
 

ინგრედიენტები

  • 5 კგ. ჭარხლის ტოტები
  • 2 თავი ნიორი
  • 4-5 ძირი კამა
  • 2-3 ძირი ნიახური
  • მარილი 4 ლიტრიან ქილაზე 5 ს.კ.

მომზადების პროცესი

ჭარხლის ტოტები გავრეცხოთ და მოვაცილოთ ფოთლები.








ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ჭარხლის ტოტები და 2-3 წუთი წამოვხარშოთ, ხელით შევამოწმთ რომ ძალიან არ გადაგვეხარშოს.








გადმოვწუროთ საწურზე და გავაციოთ.






4 ლიტრიან ქილაში დაბლა ჩავდოთ ნიორი, კამა და ნიახური.








ზემოდან ჩავაწყოთ ჭარხლის ტოტები.


















ზემოდან დავაყაროთ 5 ს.კ მარილი  დავასხათ წყალი იმდენი რომ შეივსოს ქილა.





დაახლოებით 1 კვირაში მზად იქნება.





გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 6811-ჯერ



Loading...

Loading...