მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. პამიდორი / 5,5 / კგ
  2. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 2 / კგ
  3. ბულგარული წიწაკა (მწვანე) / 2 / კგ
  4. სტაფილო / 1 / კგ
  5. ხახვი / 1 / კგ
  6. ზეთი / 200 / მლ
  7. შაქარი / 100 / გრ
  8. მარილი / 2 / სუფრის კოვზი


ნაბიჯი №1

ბულგარული და პამიდორი გავრეცხოთ.


ნაბიჯი №2

ნაბიჯი №3
პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ნაბიჯი №4

გატარებული პამიდორი ჩავასხათ ჯამში,


ნაბიჯი №5
დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ შაქარი და მარილი.

ნაბიჯი №6
დავამატოთ დაჭრილი ხახვი

ნაბიჯი №7
და პატარა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო.

ნაბიჯი №8

დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დროდადრო მოვურიოთ.


ნაბიჯი №9
ადუღების შემდეგ დავამატოთ სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა.

ნაბიჯი №10
ბულგარული ვადუღოთ ტომატის წვენში 30 წუთი.

ნაბიჯი №11
ლეჩო ჩავასხათ სტერილურ ქილებში.

ნაბიჯი №12

ნაბიჯი №13

შემდეგ გავუკეთოთ სტერილიზაცია: ქილები ჩავდოთ მდუღარე წყალში და ვადუღოთ 10 წუთი.


ნაბიჯი №14

შემდეგ დავხუფოთ.


ნაბიჯი №15
ქილები ამოვაბრუნოთ, შევფუთოთ და დავტოვოთ მეორე დღემდე

ნაბიჯი №16
უგემრიელესი ლეჩო მზადაა!

ავტორი: likuna
ნანახია: 62100-ჯერ


Loading...

Loading...