მაღლა


ინგრედიენტები

  1. მწვანე პამიდორი / 2 / კგ
  2. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 0,5 / კგ
  3. ხახვი / 0,5 / კგ
  4. სტაფილო / 0,5 / კგ
  5. წყალი / 400 / მლ
  6. ზეთი / 150 / გრ
  7. ძმარი / 200 / მლ
  8. მარილი / 2-3 / სუფრის კოვზი
  9. შაქარი / 150 / გრ


ნაბიჯი №1

ბულგარული წიწაკა დავჭრათ სიგრძეზე, სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ. პამიდორი დავჭრათ 4-6 ნაწილად.


ნაბიჯი №2
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №3
ჯამში ჩავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე, დავასხათ ზეთი, მარილი, შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ნაბიჯი №4
ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ხახვი,

ნაბიჯი №5
სტაფილო

ნაბიჯი №6

და ბულგარული წიწაკა.


ნაბიჯი №7
დავამატოთ დაჭრილი მწვანე პამიდორი.

ნაბიჯი №8
მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ნაბიჯი №9
ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი №10
10 წუთის შემდეგ დავასხათ ძმარი და მოვურიოთ.

ნაბიჯი №11
დავაფაროთ თავსახური და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავტოვოთ 2-3 წუთი.

ნაბიჯი №12
მწვანე პამიდვრის სალათა ჩავასხათ სტერილურ ქილებში.

ნაბიჯი №13

დავახუროთ თავსახური და გავუკეთოთ სტერილეზაცია. 15 -20 წუთი


ნაბიჯი №14
დაცხუფოთ.

ნაბიჯი №15

ქილა ამოვაბრუნოთ და შევფუთოთ თბილად გაციებამდე. შევინახოთ ბნელ გრილ ადგილზე.


ნაბიჯი №16
გემრიელი მწვანე პამიდვრის სალათა მზადაა!

ავტორი: likuna
ნანახია: 19088-ჯერ


Loading...

Loading...