მაღლა


ინგრედიენტები

  1. ვაშლი / 5 / კგ
  2. შაქარი / 2,5 / კგ
  3. ვანილი / ნახევარი / შეფუთვა
  4. მიხაკ-დარიჩინი / 2 / გრ
  5. ძმარი / 1 ჭიქა /


ნაბიჯი №1
ვაშლი გავრეცხოთ და გავთალოთ.

ნაბიჯი №2

თითოეული გავყოთ რამოდენიმე ნაწილად და ამოვაცალოთ კურკები.


ნაბიჯი №3

დაჭრილი ვაშლი მოვათავსოთ ქვაბში და მოვასხათ ძმარი.


ნაბიჯი №4

მოვაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ 8-10 საათი.


ნაბიჯი №5
შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე. რომ ადუღდება ვურიოთ ხშირად, რომ არ მიიკრას ძირზე.

ნაბიჯი №6
ჯემი უნდა შესქელდეს. შემდეგ ჯემი დავაბლენდეროთ,

ნაბიჯი №7

დაბლენდერების შემდეგ ვაშლის ჯემი ვადუღოთ მზადყოფნამდე. (როდესაც ვაშლის მასა იქნება ერთგვაროვანი და სქელი კონსისტენციის, ჯემი მზადაა).


ნაბიჯი №8
ბოლოს დავამატოთ ვანილი და მიხაკ-დარიჩინი.

ნაბიჯი №9

ავურიოთ


ნაბიჯი №10

მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს სტერილური და მშრალი). გემრიელი ვაშლის ხილფაფა მზადაა! გემრიელად მიირთვით.


ავტორი: likuna
ნანახია: 8577-ჯერ


Loading...

Loading...