მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბულგარული / 5 / ცალი
  2. პომიდორი / 3 / ცალი
  3. ბრინჯი / 1/2 ჭიქა /
  4. სტაფილო / 2 / ცალი
  5. ხახვი / 2 / თავი
  6. ნიორი / 2 / კბილი
  7. ოხრახუში / 20 / გრ


ნაბიჯი №1
1 თავი ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში.

ნაბიჯი №2
დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ნიორი.

ნაბიჯი №3
ბოსტნეული ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში და დავუმატოთ ნახევრად მზადყოფნამდე მოხარშული ბრინჯი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. მოვაყაროთ მარილი და ავურიოთ. საზაფხულო ტოლმის შიგთავსი გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ნაბიჯი №4
ბუგარულს ამოვაჭრათ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. ჩავდოთ მდუღარე წყალში 5 წუთით, რომ დარბილდეს.

ნაბიჯი №5
ბრინჯი და ბოსტნეული მოვათავსოთ თითოეულ ბულგარულის გულში.

ნაბიჯი №6

მეორე ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ კანგაცლილი პომიდორი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. ჩავაწყოთ ბულგარული შიგთავსით და მივიყვანოთ მზადყოფნამდე.


ავტორი: magdalina
ნანახია: 1522-ჯერ


Loading...

Loading...