მაღლა


ინგრედიენტები

  1. ბადრიჯანი / 4 / ცალი
  2. მაიონეზი / 200 / მლ
  3. ცივი წყალი / ნახევარი ჭიქა /
  4. ხმელი ქინძი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  5. უცხო სუნელი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  6. ზაფრანა / 1 / ჩაის კოვზი
  7. ნიორი / 2 / კბილი
  8. წითელი წიწაკა / დანის წვერზე /
  9. ქინძი / 20 / გრ

მომზადების წესი

  • ბადრიჯანი დავჭრათ გრძლად, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 20–30 წუთი.
  • შემდეგ გავწუროთ ხელით და შევწვათ ზეთში.
  • მოვამზადოთ სოუსი: ჯამში ჩავასხათ მაიონეზი. დავამატოთ წყალი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, წითელი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ნიორი. ავურიოთ. ბადრიჯანს მოვასხათ მაიონეზის სოუსი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ავურიოთ.
  • გემრიელად მიირთვით!

ნაბიჯი №1

შემწვარი ბადრიჯანის რეცეპტი


ავტორი: magdalina
ნანახია: 574-ჯერ


Loading...

Loading...