ყაბაყი პომიდვრით გაზქურაში

ინგრედიენტები
- პომიდორი / 1-2 / ცალი
- ყაბაყი / 250 / გრ
- ბულგარული / 1 / ცალი
- არაჟანი / 3 / სუფრის კოვზი
- რძე / 2 / სუფრის კოვზი
- კვერცხი / 1 / ცალი
- ყველი / 50 / გრ
- მარილი, პილპილი / გემოვნებით /
მომზადების წესი
- ყაბაყი და პომიდორი დავჭრათ მრგვლად.
- ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ ყუნწი, ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ რგოლებად.
- ბოსტნეული მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ფორმაში 2 რიგად. ჯერ ყაბაყის რგოლი შემდეგ პომიდვრის რგოლი შემდეგ ბულგარულის რგოლი.
- მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
- ზემოდან წავუსვათ არაჟანი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
- მოვასხათ ერთად ათქვეფილი კვერცხი და რძე.
- გამოვაცხოთ გაზქურაში 180°C
ავტორი:
magdalina
ნანახია: 1465-ჯერ
Loading...