მაღლა


ინგრედიენტები

  1. კომბოსტო / 1 / თავი
  2. პომიდორი / 2 / კგ
  3. სტაფილო / 1 / კგ
  4. ხახვი / 5 / თავი
  5. სვანური მარილი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  6. შავი პილპილი. / გემოვნებით /
  7. ნიორი / 5 / კბილი

მომზადების წესი

წვრილად დაჭრილი ხახვი ჩავდოთ ქვაბში და შევბრაწოთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი. დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ვბრაწოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და მოვშუშოთ კომბოსტოს დარბილებამდე. კომბოსტო, რომ დარბილდება დავამატოთ სახეხზე გახეხილი პომიდორი. მოვასხათ ცოტა წყალი.  დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვაყაროთ სვანური მარილი და შავი პილპილი . ვხარშოთ მომზადებამდე.


ავტორი: aks75
ნანახია: 578-ჯერ


Loading...

Loading...