მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ბადრიჯანი / 500 / გრ
  2. პომიდორი / 600 / გრ
  3. ხახვი / 1 / ცალი
  4. წითელი ბულგარული / 1 / ცალი
  5. ნიორი / 4 / კბილი
  6. კარტოფილი / 500 / გრ
  7. რეჰანი / 20 / გრ
  8. ქინძი / 20 / გრ
  9. მარილი, შავი პილპილი / /
  10. მწვანე წიწაკა / 1 / ცალი

ვიდეო



მომზადების წესი

  • ბადრიჯანი დავჭრათ პატარა ზოლებად.
  • მოვაყაროთ 1 ს/კ მარილი და გადავდოთ 30 წუთით.
  • წვენს რომ გამოუშვებს გავწუროთ.
  • კარტოფილი, პომიდორი, წითელი ბულგარული, ხახვი, ნიორი და მწვანილი დავჭრათ წვრილად.
  • კარტოფილი მოვათავსოთ ტაფაში და ცოტა ხანი შევწვათ მაღალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთი და გადმოვიღოთ ჯამში.
  • ცალკე შევწვათ გაწურული ბადრიჯანი 5-6 წუთი და გადავდოთ.
  • ცალკე მოვშუშოთ ხახვი, მწვანე წიწაკა და წითელი ბულგარული, დაახლოებით 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიწვას.
  • დავამატოთ ოდნავ შემწვარი კარტოფილი და ბადრიჯანი. შემდეგ დავამატოთ პომიდორი.
  • დავაფაროთ და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
  • შემდეგ დავამატოთ ნიორი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. ვშუშოთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი. კერძი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 684-ჯერ


Loading...

Loading...