მაღლა


ინგრედიენტები

  1. მაკარონი / 500 / გრ
  2. ბულგარული წიწაკა / 3-4 / ცალი
  3. პამიდორი / 4 / ცალი
  4. სოსისი / 100 / გრ
  5. სტაფილო / 2 / ცალი
  6. კვერცხი / 5 / ცალი
  7. რძე / 200 / მლ
  8. ოხრახუში / 1 / კონა
  9. ქინძი / 1 / კონა
  10. მაიონეზი / 150 / გრ
  11. ყველი (გახეხილი) / 200 / გრ
  12. მარილი, პილპილი / გემოვნებით /
  13. ხახვი / 4 / თავი
  14. ზეთი / 40 / გრ
  15. ფქვილი / 2 / სუფრის კოვზი

ვიდეო




ნაბიჯი №1
ხახვი შევწვათ ზეთში

ნაბიჯი №2
ფერს, რომ შეიცვლის დავამატოთ დაჭრილი ბულგარული და სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო.

ნაბიჯი №3
დავამატოთ პამიდორი

ნაბიჯი №4
და დაჭრილი სოსისი.

ნაბიჯი №5

ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე. მზად რომ იქნება გადმოვდგად ცეცხლიდან და გავაგრილოთ.


ნაბიჯი №6
ჯამში ავთქიფოთ კვერცხი. დავამატოთ რძე, დაჭრილი მწვანილი და ფქვილი. კარგად მოურიოთ. ცალკე მოვხარშოთ მაკარონი და გავაციოთ.

ნაბიჯი №7
მოვამზადოთ ყველა ინგრიდიენტი.

ნაბიჯი №8
ცეცხლგამძლე ყალიბში მოვაყაროთ მაკარონის ნახევარი და გავასწოროთ. ზემოდან მოვაყაროთ შემწვარი ბოსტნეული ძეხვით.

ნაბიჯი №9

ზემოდან დავაყაროთ დარჩენილი მაკარონი. და დავასხათ ათქვეფილი კვერცხის მასა.


ნაბიჯი №10
მოვასხათ მაონეზი.

ნაბიჯი №11
მოვაყაროთ ყველი. და შევდგათ გაზქურაში. ვბრაწოთ 180°C 30 - 40 წუთის გამმავლობაში.

ნაბიჯი №12
კერძი გამოცხობის შემდეგ დააფარეთ ფოლფით და გააგრილეთ.

ავტორი: aks75
ნანახია: 15446-ჯერ


Loading...

Loading...