მაღლა


ინგრედიენტები

  1. გოგრა / 2 / კგ
  2. ხაჭო / 400 / გრ
  3. არაჟანი / 200 / გრ
  4. ვაშლი / 700 / გრ
  5. კვერცხი / 3 / ცალი
  6. მანის ბურღული / 100 / გრ
  7. შაქარი / 200 / გრ
  8. ლიმონი / ნახევარი /
  9. კარაქი / 20 / გრ


ნაბიჯი №1
გოგრა გავჭრათ. გამოვაცალოთ თესლი და მოვხარშოთ. მოვაშოროთ ქერქი.

ნაბიჯი №2
რბილობი მოვათავსოთ საცერში და გავწუროთ.

ნაბიჯი №3

გაწურული გოგრის რბილობი ჩავდოთ ჯამში. დავამატოთ მანის ბურღული, მოვაყაროთ 100 გრ. შაქარი.


ნაბიჯი №4
დავაბლენდეროთ.

ნაბიჯი №5

დავტოვოთ 20 წუთით. შემდეგ დავამატოთ 1 კვერცხი და მოურიოთ.


ნაბიჯი №6
ვაშლი გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ გული. დავჭრათ კუბიკებად და მოვასხათ ლიმნის წვენი.

ნაბიჯი №7
მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5-7 წუთი.

ნაბიჯი №8
ცალკე ჯამში ჩავდოთ ხაჭო, არაჟანი, 2 კვერცხის გული და ჩავყაროთ 100 გრ. შაქარი.

ნაბიჯი №9
დავაბლენდეროთ.

ნაბიჯი №10

2 კვერცხის ცილა ავთქიფოთ და ფრთხილად შეურიოთ ხაჭოსა და არაჟნის მასას.


ნაბიჯი №11
ცეცხლგამძლე ყალიბს წავუსვათ კარაქი.

ნაბიჯი №12
დავასხათ გოგრის მასა. გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №13
დავალაგოთ მოთუშული ვაშლი.

ნაბიჯი №14

ბოლოს მოვასხათ ხაჭოს მასა, გავასწოროთ კოვზით.


ნაბიჯი №15
შევდგათ გაზქურაში და ვაცხოთ 180 °C 30-40 წუთის განმავლობაში.

ავტორი: aks75
ნანახია: 7347-ჯერ


Loading...

Loading...