მაღლა


ახალი (მწვანე) ტყემლის საწებელი

ახალი (მწვანე) ტყემლის საწებელი

ინგრედიენტები

  1. ტყემალი / 3 / კგ
  2. ნიორი / 150 / გრ
  3. მარილი / 2 / სუფრის კოვზი
  4. ხმელი ქინძი / 1 / კონა
  5. ქინძი / 100 / გრ
  6. კამა / 100 / გრ
  7. ომბალო / 1 / კონა
  8. მწვანე წიწაკა / 1 / ცალი

ვიდეო




ნაბიჯი №1

გარეცხილი ტყემალი და ხმელი ქინძი მოვათავსოთ ქვაბში, ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ ტყემლის დარბილებამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.


ნაბიჯი №2

ტყემალი გავხეხოთ თუშფალანგში.


ნაბიჯი №3

გახეხილი ტყემლის მასას დავუმატოთ ხორცსაკეპი მანქანაში გატარებული ნიორი, მწვანილი და მწვანე წიწაკა.


ნაბიჯი №4

მოვაყაროთ მარილი და დავდგათ ცეცხლზე. ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში.


ნაბიჯი №5

მზა ტყემალი ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში და დავხუფოთ.


ნაბიჯი №6

ტყემალი მზადაა! გემრიელად მიირთვით.


ავტორი: magdalina
ნანახია: 4045-ჯერ


Loading...

Loading...