მაღლა


ნამცხვარი სიგარეტები

ნამცხვარი სიგარეტები

ინგრედიენტები

  1. კარაქი ნაგემი / 200 / გრ
  2. არაჟანი / 200 / გრ
  3. სოდა / 1 / ჩაის კოვზი
  4. ძმარი / 1 / ჩაის კოვზი
  5. კვერცხი (მხოლოდ ცილა) / 2 / ცალი
  6. შაქრის ფხვნილი / 1 / ჩაის კოვზი
  7. ნიგოზი / 1 / ჩაის კოვზი
  8. შაქრის პურდა (ზემოდან მოსაყრელად) / /

მომზადების წესი

კარგად დარბილებულ ნაგემის კარაქს დავამატოთ არაჟანი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვიფოთ გათეთრებამდე. შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი გამოვიდეს საშუალო სიმაგრის. ცომი გავყოთ ოთხ თანატოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრულად გავყოთ რვა ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისაკენ. გამზადებული "სიგარეტები", დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელსავე დავაყაროთ შაქრის პუდრა. გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით ისეთნაირად, რომ ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოღვაროს. შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი.


მიმოზა ივანიძე


ნაბიჯი №1

ნაბიჯი №2

ნაბიჯი №3

ავტორი: nagemi
ნანახია: 7670-ჯერ


Loading...

Loading...