მაღლა


სუფლე

სუფლე

ინგრედიენტები

  1. ფქვილი / 4 / სუფრის კოვზი
  2. შაქრის პუდრი / 4 / სუფრის კოვზი
  3. კაკაო / 2 / სუფრის კოვზი
  4. კვერცხი / 1 / ცალი
  5. ზეთი / 2 / სუფრის კოვზი
  6. რძე / 3 / სუფრის კოვზი
  7. ნუთელა / 4 / ჩაის კოვზი
  8. კარაქი ნაგემი / 200 / გრ

მომზადების წესი

შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი, კაკაო, მწიკვი მარილი. ხელით ათქვიფეთ კვერცხი, კარაქი ნაგემი, რძე და შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებს. კერამიკის პატარა ფორმებს (ან ყავის ფინჯნებს) წაუსვით კარაქი და ჩაასხით თითო სუფრის კოვზი ცომი, შემდეგ დაადეთ თითო ჩაის კოვზი ნუთელა. ზემოდან კვლავ დაამატეთ დარჩენილი ცომი. შედგით მიკრო ტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 45 წამიდან 1 წუთამდე. ოთხივე ნამცხვარს ერთად ნუ შედგამთ ღუმელში, არათანაბრად გამოცხვება. მოაფრქვიეთ კაკაო, გააფორმეთ კენკრით და მიირთვით. უხდება ნაყინიც.


დიმა გარიშვილი


ნაბიჯი №1

ავტორი: nagemi
ნანახია: 4451-ჯერ


Loading...

Loading...