მაღლა


ეკლერი

ეკლერი

ინგრედიენტები

  1. კარაქი ნაგემი / 150 / გრ
  2. წყალი / 400 / მლ
  3. ფქვილი / 400 / გრ
  4. კვერცხი / 6 / ცალი
  5. შაქარი / 200 / გრ
  6. შავი შოკოლადი / 100 / გრ
  7. მარილი / /
  8. ვანილი / /

მომზადების წესი

ავიღოთ 100–120 გრამი ნაგემის კარაქი და გავადნოთ. დავამატოთ 1 ჩ/ჭ წყალი, 1 ჩ/ჭ ფქვილი, 6 კვერცხი და მარილი გემოვნებით. უნდა მივიღოთ შესქელებული ცომი. საჭიროების შემთხვევაში ფქვილი შეგვიძლია დავამატოთ. მივცეთ სასურველი წაგრძელებული ფორმა და გამოვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე. კრემისთვის ავიღოთ 1 ჩ/ჭ შაქარი და 1 ჩ/ჭ ფქვილი. გავთქვიფოთ და დავასხათ 1ჩ/ჭ წყალი ან რძე. მიღებული მასა დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ შეუჩერებლად, ვიდრე მასა არ გასქელდება და არ მივა ადუღებამდე. შევაგრილოთ და დავუმატოთ 50 გრამი ნაგემის კარაქი და ვანილი. მიღებული კრემი ჩავდოთ გამომცხვარ ნამცხვრის შუაგულში. დასასულს დაანდეთ ნებისმიერი შავი შოკოლადი ნელ ცეცხლზე უმნიშვნელო რაოდენობის წყალთან ერთად და ცხელი მასა გადაასხით ნამცხვარს თავზე. მიირთვით გემრიელად.


მაკო ბლიაძე


ნაბიჯი №1

ნაბიჯი №2

ავტორი: nagemi
ნანახია: 7110-ჯერ


Loading...

Loading...