მაღლა


ინგრედიენტები

ქათამი 1 ცალი

ხახვი 2-4 თავი

2 კბილი ნიორი

პამიდორი 1 კგ (ან ტომატის პასტა)

3 ს.კ ერბო  ან კარაქი

2 დაფნის ფოთოლი

ქინძი და კამა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების პროცესი


ქათამი გავასუფთაოთ და დავჭრათ ნეჭრებად.

ჩავაწყოთ ქვაბში ჩავდოთ 3 სუფრის კოვზი ერბო, დაფნის ფოთოლი, დავაფაროთ თავსახური და დავდგათ დაბალ გაზზე.



გამოიღებს თავის წვენს და რომ ჩაითუთქება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავახუროთ თავსახური  და ვთუშოთ კიდევ 4-5 წუთი.



შემდაეგ დაუმატოთ ტომატ პასტა, მარილი და პილპილი გემოვნებით. (თუ წვენი დაუშრა ადუღებული წყლის დასხმაც შეიძლება).



ბოლოს წვრილად დაჭრილი მწვანილები და დაჭყლეტილი ნიორი გაუკეთოთ.



გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 25058-ჯერ



Loading...

Loading...