მაღლა


ინგრედიენტები

  • 1 ქათამი
  • 500 გრ. ნიგოზი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1ჩ.კ. ყვითელი ყვავილი (რეჰანი)
  •  ნახევარი თავი ხახვი 
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

ვიდეო


მომზადების პროცესი


ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ.







გატარებულ ნიგოზს დავაყაროთ სუნელები, მარილი. ბულიონის წვენში ჩავდოთ დაჭყლეტილი ხახვი და ნოირი. ცოტახანი გავაჩეროთ და დავასხათ ნიგოზს 2 სუფრის კოვზამდე.




აურიოთ ხელით კარგად და რაც შესაძლებელი იქნება გამოვწუროთ ნიგოზს ზეთი.




გამოწურულ ნიგოზს დავასხათ ქათმის გაციებული ბულიონი.


მოხარშული ქათამი დავჭრათ.



ჩავაწყოთ ბაჟეში.





 სუფრაზე მიტანამდე გამოწურული ნიგოზის ზეთი მოვასხათ ზემოდან.

გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 33608-ჯერ



Loading...

Loading...