მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 500 გრ. ძროხის ხორცი
  • 500 გრ. ღორის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • ოხრახაუში და ქინძი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 1 კგ. ფქვილი

მომზადების პროცესი

ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ხორცი, მწვანილები და ხახვი.


მოვზილოთ მაგარი ცომი, გავყოთ რამოდენიმე პატარა გუნდებად. (დავასვენოთ ცოტახანს) 

ცომი გავაბრტყელოთ, დავაფინოთ პილმენების გასაკეთებელ  დაფაზე და ჩავდოთ ფარში.





ზემოდან დავაფაროთ მეორე გაბრტყელებული ცომი, მოვაყაროთ ფქვილი.

ზემოდან გადავატაროთ ცომის საშლელი ჯოხი. მოვაცალოთ ზედმეტი ცომი. გადმოვყაროთ პელმენები და შევდგათ საყინულეში. ან მოვხარშოთ.




ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მარილი და პელმენი. ვხარშოთ 3- 5 წუთი.







გემრიელად მიირთვით!


ავტორი: likuna
ნანახია: 27616-ჯერ



Loading...

Loading...