მაღლა
Aliexpress WW


ქათმის რულეტი

ქათმის რულეტი
 

ინგრედიენტები

  • 1 ქათამი 
  • 3 კვერცხი
  • 2 სტაფილო
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 200 გრ.  ყველი
  • სვანური მარილი და მწვანილები გემოვნებით

მომზადების პროცესი

 
გავასუფთაოთ ქათამი , მოვაჭრათ კისერი და ფრთები
 

 
  ქათამი გავჭრათ სიგრძეზე 

 
და ნელ - ნელა გვერდებზე დანის წვერით ხორცი მოვაცილოთ ძვლებს 
 
 
 
 
ბარკლები არ გაჭრათ და ისე გამოაცალეთ ძვლებისაგან 
 
 
შემდეგ ზურგის მხარეს კისრიდან ძალია ნელა მოაცალეთ  კანი ხერხემალს 
 
 
აი სე გავანთავისუფლოთ ძვლებისგან ხორცი
 
 
 
გულმკერდზე ავაჭრათ ფილე და ხერხემილი ადგილას ჩავალაგოთ
 
 
წინასწარ მოხარშული კვერცხის ცილა  და სტაფილო  დავჭრათ სიგრძეზე , ასევე ყველი და ბულგარული მწიწაკა
 
 
და დავაფინოთ ქათამზე აი აეს 
 
 
მოვაყაროთ სვანური მარილი და ცოტა აჯიკაც უხდება, ასევე უხდება ცოტა ოხრახუში 
 
 
გადავახვიოთ რულეტივით და ძაფით შევკრათ
 
 
შემდეგ გადავახვიოთ ფოლგაში  შევდგათ გაზქურაში 180% ზე და შევწვათ დაახლოებით 1 საათი . შეუცვალოთ გვერდი ჯერ ერთ მხარეს შევწვათ  და შემდეგ მეორე მხარეს
 
 
მზად რომ იქნება გამოვიღოთ და მოვაცალოთ ფოლგა
 
 
გავაციოთ კარგად
 
 
და შემდეგ დავჭრათ
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 
 

ავტორი: likuna
ნანახია: 25325-ჯერ



Loading...

Loading...