მაღლა


ინგრედიენტები

  1. ხორცის ფარში / 600 / გრ
  2. კვერცხი / 2 / ცალი
  3. სტაფილო / 100 / გრ
  4. ხახვი / 100 / გრ
  5. კონსერვირებული პომიდორი / 1 / ლ
  6. ოხრახუში / 20 / გრ
  7. კამა / 10 / გრ
  8. ქინძი / 20 / გრ
  9. მარილი / გემოვნებით /
  10. შავი პილპილი / გემოვნებით /
  11. ბრინჯი / 80 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა!

ნაბიჯი №2
  • წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ ზეთში 2 წუთის განმავლობაში. დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ვბრაწოთ კიდევ 3 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. 
  • ბრინჯი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 200 მლ. ცივი წყალი, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ბრინჯი ვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
  •  ხორცის ფარში მოვათავსოთ ჯამში. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. დავამატოთ შებრაწული ხახვი და სტაფილო, კვერცხი და ნახევრად მოხარშული ბრინჯი. ყველა ინგრედიენტი კარგადნ ავურიოთ.
  •  მოღებული ფარშისგან გავაკეთოთ ბურთულები.
  •  მიღებული გუფთები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან 3 წუთის განმავლობაში.
  •  შემწვარი გუფთები ჩავალაგოთ ქვაბში. დავასხათ 1 ლ. კონსერვირებული ტომატი დავასხათ 200 მლ. წყალი. დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
 
 
 
 

ნაბიჯი №3
30 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი. დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი. გემრიელი გუფთა ტომატის სოუსში მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ავტორი: aks75
ნანახია: 1695-ჯერ


Loading...

Loading...