ინგრედიენტები
- 1,5 ნახევარი ქათმის ბარკლები
- 5-6 თავი ხახვი
- 4 ფოთოლი დაფნა
- 1 ბროწეულის მარცვლები
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების პროცესი
ქათმის ბარკლები გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან და ჩავაბასტურმოთ. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი და მოვასხათ ბროწეულის წვენი. კარგად აურიოთ ერთმანეთში და დავტოვოთ ქვაბში 2 – 3 საათის განმავლობაში გრილ ადგილას.

ნაკვერჩხალზე დავდოთ მავრთულ ბადე, ზემოდან დავალაგოთ ჩაბასტურმებული ხორცი.

ცალი მხარე რომ შეიწვება გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს.


კარგად რომ შეიწვება ხორცი გადმოვიღოთ თასზე და მოვაყაროთ ხახვი ალყა- ალყა დაჭრილი.

დავახუროთ თავსახური, აურიოთ კარგად. 5 წუთის შემდეგ მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
gio
ნანახია: 13516-ჯერ
Loading...