მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. კალაბაში / 500 / გრ
  2. ბულგარული / 1 / ცალი
  3. სტაფილო / 1 / ცალი
  4. მწვანე ხახვი / 30 / გრ
  5. ქინძი, ოხრახუში, კამა / 20 / გრ
  6. ნიორი / 1 / კბილი
  7. მაიონეზი / 2 / სუფრის კოვზი
  8. მარილი პილპილი / /

ვიდეო



მომზადების წესი

კალაბაში - ბოთლისებრი გოგრა (Lagenaria siceraria) ფართოდ იწარმოება მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში. კალაბაშის მოშინაურება - მოყვანა აფრიკასა და ამერიკაში დაწყებულია 8000-9000 წლის წინ. არსებობს კალაბაშის საკვებად გამოყენებადი და გამოუყენებადი ჯიშები. კულინარიული მიზნებისთვის კალაბაში ფართოდ გამოიყენება აზიის, აფრიკის და ცენტრალურ ამერიკის ქვეყნების ტრადიციულ სამზარეულოებში. მსოფლიოს წამყვანი კულინარების აზრით კალაბაში კერძს ანიჭებს ეგრეთწოდებულ „რბილ არომატს“. კალაბაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაბალკალორიულ ბოსტნეულად, რის გამოც დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულია წონის კონტროლის პროგრამებში. კაცობრიობამ საუკუნეების მანძილზე კულინარიული მიზნებისთვის სხვადასხვა არომატის და ფორმის კალაბაშის ჯიში გამოიყვანა. საქართველოში უცნობი ეგზოტიკური ხილის და ბოსტნეულის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში აზიაში და ინდოეთში პოპულარული კალაბაშის ჯიშების წარმოება დაიწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ეგზოტიკური ხილისა და ბოსტნეულის კომპანია „ლოლაძეების ფერმა“-ში. „ლოლაძეების ფერმა“-ში ორგანული სასუქით წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კალაბაში იყიდება ჰიპერმარკეტ აგროჰაბში.


ნაბიჯი №1
  • ბოსტნეული დავჭრათ
  • დაჭრილი კალაბაში მოვათავსოთ ტაფაში და მოვშუშოთ 5-წუთი
  • დავამატოთ დაჭრილი სტაფილო და წითელი ბულგარული
  • კალაბაში, სხვა ბოსტნეულთან ერთად ვშუშოთ კიდევ 5 წუთი და გადმოვიტანოთ ჯამში
  • რომ გაცივდება დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი
  • მოვასხათ მაიონეზი
  • მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი
  • ავურიოთ
 
 

ავტორი: aks75
ნანახია: 553-ჯერ


Loading...

Loading...