მაღლა
Aliexpress WW


ვარენიკი

ვარენიკი
 

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი 
  • 1 ჭიქა წყალი
  • 5-6 ცალი კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 50 გრ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების პროცესი

 
სამი 250 გრ. ჭიქა ფქვილს დავასხათ ცივი წყალი, ცოტა მარილი 
 
 
 და მოვზილოთ ცომი
 
 
ცომი დავასვენოთ 30 წუთი
 
 

 
ხელით გავაბრთყელოთ ცომი სიგრძეზე

 
და დანით დავჭრათ რგოლებად 
 
 
გავაბრტყელოთ ცომის საშლელით 
 
 
მოვამზადოთ შიგთავსი:
კარტოფილი მოვხარშოთ, ჩავზილოთ საჭყლეტით, ხახვი მოვხრაკოთ ზეთში და დაუმატოთ კარტოფილს. მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოავნებით
 
 
გაბრტყელებულ  ცომში ჩავდოთ ნახევარი ჩაის კოოვზი კარტოფილის შიგთავსი. 
 
 
ცომი შევკრათ ხელით ნახევარ მთვარისებურად
 
 
გამზადებული ვარენიკები მოვხარშოთ წინასწარ ადუღებულ მარილიან წყალში
 
 
ადუღებიდან 4-5 წუთში მზად იქნება
 
 
ამოვიღოთ ლანგარზე მოვაყაროთ  პილპილი და მოხრაკული ხახვი 
 
 
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: magdalina
ნანახია: 20122-ჯერ



Loading...

Loading...