ინგრედიენტები
- მარგარინი / 200 / გრ
- ფქვილი / 2/3 ჭიქა (250მლ) /
- კვერცხი / 1 / ცალი
- ცივი / წყალი /
- ფქვილი / 2 ჭიქა (250 მლ) /
- ძმარი / 1/4 / ჩაის კოვზი
- მარილი / მწიკვი /
- არაყი / 1 / ჩაის კოვზი
მომზადების წესი
- გაყინული მარგარინი გავხეხოთ 2/3 ჭიქა ფქვილთან ერთად და შევკრათ ერთ გუნდად. გადავდოთ სანამ მოვამზადებთ მეორე ცომს.
- მოვამზადოთ მეორე ცომი: ჯამში ჩავყაროთ 2 ჭიქა გაცრილი ფქვილი და მარილი.
- ცალკე ჭიქაში ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ 2/3 ჭიქა ცივი წყალი, 1 ჩაის კოვზი ძმარი და 1 ჩაის კოვზი არაყი. ავურიოთ.
- მიღებული მასა ჩავასხათ ჯამში სადაც მოთავსებულია ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
- მიღებული ცომი გავაბრთყელოთ და შუაში დავდოთ პირველი ცომი (ფქვილთან ერთად არეული მარგარინი) და შევკრათ კონვერტად.
- შემდეგ გავაბრთყელოთ კიდევ ერთხელ და ისევ შევკრათ კონვერტად. მიღებული ფენოვანი ცომი შევდოთ მაცივარში 30 წუთით.
- 30 წუთის შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრთყელოთ და შევკრათ კონვერტად.
- პროცედურა გავიმეოროდ 3 ჯერ.
- ფენოვანი ცომი მზადაა!
ნაბიჯი №1
ამ ცომით შეიძლება გამოაცხოთ ფენოვანი ხაჭაპური, კრუასანი, ღვეზელი, ნამცხვარი ტრუბოჩკა, ნამცხვარი ნაპოლეონი და ბევრი სხვა. გემრიელად მიირთვით!
იხილეთ ამ ცომით მომზადებული
ავტორი:
magdalina
ნანახია: 12996-ჯერ
Loading...