მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. ქამასოკო / 200 / გრ
  2. ქათმის ფილე / 500 / გრ
  3. ხახვი / 2 / თავი
  4. სტაფილო / 2 / ცალი
  5. კვერცხი / 4 / ცალი
  6. ყველი / 100 / გრ
  7. მაიონეზი / 100 / გრ
  8. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  9. შავი პილპილი / გემოვნებით. /
  10. მარილი / გემოვნებით. /


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
სოკო დავჭრათ.

ნაბიჯი №3
დაჭრილი ხახვი (1 თავი) შევწვათ ზეთში.

ნაბიჯი №4

დავამატოთ დაჭრილი სოკო, მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი, დავაფაროთ თავსახური და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე მზადყოფნამდე.


ნაბიჯი №5

გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ხახვთან ერთად.


ნაბიჯი №6

ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავკუწოთ. კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად. მწვანე ხახვი დავჭრათ, ყველი გავხეხოთ.


ნაბიჯი №7
სასალათეში მოვათავსოთ მოხარშული ქათმის ფილეს ნახევარი და მოვასხათ ცოტა მაიონეზი.

ნაბიჯი №8
ზემოდან ჩავდოთ მოშუშული სტაფილო და ხახვი. გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №9

მოვასხათ მაიონეზი.


ნაბიჯი №10
ზემოდან დავალაგოთ მოშუშული საკო და ხახვი.

ნაბიჯი №11
მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი კვერცხი.

ნაბიჯი №12
შემდეგ მოვაყაროთ დარჩენილი ქათმის ფილე.

ნაბიჯი №13
მოვასხათ მაიონეზი.

ნაბიჯი №14
ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

ნაბიჯი №15
გავასწოროთ კოვზით.

ნაბიჯი №16

ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.


ნაბიჯი №17
ქამასოკოს სალათი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 14951-ჯერ


Loading...

Loading...