მაღლა


ინგრედიენტები

  1. ყვავილოვანი კომბოსტო / 1 თავი /
  2. პომიდორი / 1 / ცალი
  3. კიტრი / 1 / ცალი
  4. ბულგარული წიწაკა (მწვანე) / 1 / ცალი
  5. ბულგარული წიწაკა (წითელი) / 1 / ცალი
  6. მწვანე ხახვი / 20 / გრ
  7. ქინძი / 10 / გრ
  8. ოხრახუში / 10 / გრ
  9. მაიონეზი / 200 / გრ
  10. ყველი / 50 / გრ
  11. მარილი / /
  12. პილპილი / /


ნაბიჯი №1

ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ ყვავილებად. ჩავდოთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 3 წუთი. ამოვიღოთ და გავაციოთ. შემდეგ მოვათავსოთ სასალათეში.


ნაბიჯი №2

დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, კუბიკებად დაჭრილი ყველი და კიტრი.


ნაბიჯი №3
დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი,

ნაბიჯი №4

მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ მაიონეზი.


ნაბიჯი №5
ავურიოთ.

ნაბიჯი №6
ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 11630-ჯერ


Loading...

Loading...