მწვანე სალათა პიკანტური სოუსით

ინგრედიენტები
- სალათის ფოთლები / 800 / გრ
- პომიდორი / 5-6 / ცალი
- ქათმის ფილე / 200 / გრ
- მწვანე ხახვი / 30 / გრ
- ქინძი და კამა / 30 / გრ
- კიტრი / 2 / ცალი
- ზეითუნის ზეთი / 50 / მლ
- სოიოს სოუსი / 2 / სუფრის კოვზი
- ნიორი / 1 / კბილი
- ლიმონის წვენი / 2 / სუფრის კოვზი
- ბროწეულის წვენი / 4 / სუფრის კოვზი
- შაქარი / ნახევარი / სუფრის კოვზი
- მარილი / გემოვნებით /
- პილპილი / /
- გემოვნებით / /
მომზადების წესი
- სალათის ფოთლები დავხიოთ და მოვათავსოთ სასალათეში.
- დავამატოთ დაჭრილი ქათმის ფილე, პომიდორი, კიტრი, მწვანე ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
- მოვამზადოთ მწვანე სალათის სოუსი:
- ერთმანეთში ავურიოთ ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, შაქარი, მარილი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და ბროწეულის წვენი.
- მიღებული სოუსი დავასხათ სასალათეში და ავურიოთ.
- სალათის ფოთლების სალათა მზადაა!
ავტორი:
likuna
ნანახია: 9263-ჯერ
Loading...