მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. კარაქი / 400 / გრ
  2. კვერცხი / 2 / ცალი
  3. წყალი / 150 / მლ
  4. ფქვილი / 650 / გრ
  5. არაყი / 3 / სუფრის კოვზი
  6. ძმარი 9% / 1 / სუფრის კოვზი
  7. მოხარშული კრემი / /

ვიდეო




ნაბიჯი №1

ჯამში ჩავახალოთ 2 კვერცხი. დავამატოთ მწიკვი მარილი, 150 მლ. წყალი და კარგად მოურიოთ. დავამატოთ არაყი, ძმარი და ისევ მოურიოთ.


ნაბიჯი №2

მაგიდაზე გავცრათ ფქვილი. დავამატოთ გაციებული და კუბებად დაჭრილი კარაქი. დანით კარგად ავკეპოთ. შუაში გავაკეთოთ.ჩაღრმავება და ცოტ-ცოტა ჩავასხათ კვერცხის ნარევი.


ნაბიჯი №3
მოვზილოთ ცომი.

ნაბიჯი №4

მოზელილი ცომი შევახვიოთ ცელოფანში.


ნაბიჯი №5
შევდგათ მაცივარში 1,5 საათით.

ნაბიჯი №6

მზა ცომი გავყოთ 4 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრთყელოთ, მივცეთ მარკუთხედის ფორმა და გამოვაცხოთ გაზქურაში 220°C 5-6 წუთი. ჩავოვაჭრათ გვერდები და შევინახოთ.


ნაბიჯი №7

თითოეულ ფირფიტას წავუსვათ კრემი(კრემის მომზადების რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე), დავალაგოთ ერთმანეთზე. ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ დაფშვნილი ჩამოჭრილი გვერდები. ნამცხვარი შევდგათ მაცივარში 12-24 საათით

ნამცხვარი ნაპოლეონის" რეცეპტი ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე

 

ავტორი: aks75
ნანახია: 79331-ჯერ


Loading...

Loading...