მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 2 / ცალი
  2. შაქარი / 1 ჭიქა 180 / გრ
  3. კაკაო / 2 / სუფრის კოვზი
  4. კარაქი / 50 / გრ
  5. სოდა ძმრით / 1 / ჩაის კოვზი
  6. ფქვილი / 1,5 ჭიქა 200 / გრ
  7. რძე / 1 ჭიქა 200 / მლ
  8. მოხარშული კრემი / 500 / გრ
  9. გლაზური / 100 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრიდიენტები.

ნაბიჯი №2

ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად. დავამატოთ კაკაო, გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით და დავასხათ რძე. მოვაყაროთ ფქვილი და ავთქვიფოთ მიქსერით. გაცხელებულ, ცხიმწასმულ ტაფაში ჩავასხათ 1 ჩამჩა ცომი და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთის განმავლობასი. როგორც კი ზედაპირზე გამოჩნდება პატარა ნახვრეტები, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავტოვოთ კიდევ 0,5 წუთის განმავლობაში.

 უნდა გამოვიდეს 6 ცალი კორჟი.


ნაბიჯი №3

ნამცხვრის კორჟები გავაციოთ, დანით მოვაჭრათ ბოლოები. თითოეულ კორჟს წავუსვათ კრემი(კრემის მომზადების რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე), დავალაგოთ ერთმანეთზე. ზემოდან მოვასხათ გლაზური (გლაზურის რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე) და გვერდებზე მოვაყაროთ დაფშვნილი ჩამოჭრილი გვერდები. ნამცხვარი ზანგი ქალი შევდგათ მაცივარში 12-24 საათით.


ნაბიჯი №4
გემრიელი ნამცხვარი მზადაა! გემრიელად მიირთვით!

ავტორი: aks75
ნანახია: 50563-ჯერ


Loading...

Loading...