მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 3 / ცალი
  2. არაჟანი / 2 / სუფრის კოვზი
  3. კარაქი / 200 / გრ
  4. ფქვილი / 400 / გრ
  5. სოდა / 0,5 / სუფრის კოვზი
  6. ნიგოზი / 150 / გრ
  7. შაქარი / 180 / გრ
  8. ქიშმიში / 50 / გრ
  9. ვანილი / 10 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2

კვერცის გულები მოვათავსოთ ჯამში.


ნაბიჯი №3
დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი+სოდა და

ნაბიჯი №4

გაცრილი ფქვილი.


ნაბიჯი №5
მოვზილოთ ცომი.

ნაბიჯი №6
ცომი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 1 საათით.

ნაბიჯი №7
მოვამზადოთ ნამცხვარი სიგარეტების ნიგვზიანი შიგთავსი: დავაბლენდეროთ ნიგოზი.

ნაბიჯი №8

ნიგვზიანი შიგთავსის ინგრედიენტები.


ნაბიჯი №9
3 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით.

ნაბიჯი №10
ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი.

ნაბიჯი №11
დავამატოთ ნახევარი ლიმნის წვენი

ნაბიჯი №12
და ვანილი.

ნაბიჯი №13
დავამატოთ დაბლენდერებული ნიგოზი, ქიშმიში

ნაბიჯი №14
და მოვურიოთ ხის კოვზით.

ნაბიჯი №15

1 საათის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრთყელოთ, და გავყოთ 5 ნაწილად.


ნაბიჯი №16

თითოეული ნაწილი გავაბრთყელოთ და გამოვჭრათ სამკუთხედები. სამკუთხედის ნაპირზე წავუსვათ ნიგვზიანი შიგთავსი და გადავახვიოთ.


ნაბიჯი №17
ნამცხვარი სიგარეტები მოვათავსოთ გამოსაცხობ ფირპიტაზე და გამოვაცხოთ 180°C გაზქურაში.

ნაბიჯი №18
ნამცხვარი მზადაა!

ავტორი: magdalina
ნანახია: 14270-ჯერ


Loading...

Loading...