მაღლა


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 3 / ცალი
  2. ფქვილი / 400 / გრ
  3. კარაქი / 200 / გრ
  4. შაქარი / 180 / გრ
  5. ვანილი / 1 / გრ
  6. მარილი / მწიკვი /
  7. არაჟანი / 1 / სუფრის კოვზი
  8. ვაშლის ჯემი / 100 / გრ


ნაბიჯი №1
საჭირო ინგრედიენტები.

ნაბიჯი №2
ჯამში ჩავახალოთ 3 კვერცხის გული.

ნაბიჯი №3
დავუმატოთ კარაქი, შაქარი, მარილი, ვანილი.

ნაბიჯი №4
დავუმატოთ ფქვილი და არაჟანი.

ნაბიჯი №5
მოვზილოთ ცომი

ნაბიჯი №6

ნაბიჯი №7

ნაბიჯი №8

ნაბიჯი №9
ტარტალეტკების ცომი შევდგათ მაცივარში 30 წუთით.

ნაბიჯი №10

30 წუთის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან. გავყოთ 2 ნაწილად. და თითოეული ნაწილი გავყოთ 9-10 ნაწილად. ავიღოთ ტარტალეტკების სპეციალური ფორმები, ჩავდოთ ცომის გუნდები და ხელით გავაბრთყელოთ ისე, რომ ცომი ჩავიდეს ფორმების ღარებში.


ნაბიჯი №11

ნაბიჯი №12
გამოვაცხოთ გაზქურაში 200°C მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №13
მზა ნამცხვარი შევაციოთ და თითოეულ ტარტალეტკაში ზემოდან ჩავდოთ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ჯემი.

ნაბიჯი №14

შემდეგ ტარტალეტკები ზემოდან მოვრთოთ ბეზეთი. (ბეზეს მომზადებისთვის გამოვიენოთ დარჩენილი 3 კვერცხის ცილა) ბეზეს მომზადების რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე


ნაბიჯი №15

გემრიელი ტარტალეტკები მზადაა!


ნაბიჯი №16
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: magdalina
ნანახია: 30110-ჯერ


Loading...

Loading...