მაღლა


ინგრედიენტები

  1. მასალა ცომისთვის / : /
  2. წყალი / 125 / გრ
  3. რძე / 125 / გრ
  4. ფქვილი / 160 / გრ
  5. კარაქი / 100 / გრ
  6. მარილი / დანის წვერზე /
  7. შაქარი / ნახევარი / ჩაის კოვზი
  8. კვერცხი / 4 / ცალი
  9. მასალა კრემისთვის / : /
  10. შედედებული რძე / 1 ქილა /
  11. კარაქი / 200 / გრ

მომზადების წესი

  • ჯამში ჩავასხათ რძე და წყალი. მოვაყაროთ მარილი და შაქარი.
  • ჯამი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე.
  • გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი.
  • მიღებული მოხარშული, ერთგვაროვანი ცომი დავდგათ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთით. თან შეუჩერებლივ ვურიოთ.
  • გაცივებილ ცომში სათითაოდ შავაზილოთ 4 კვერცხი. მოხარშული ცომი უნდა იყოს საშუალო კონსისტენციის.
  • საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი.
  • მზა ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ საცხობ ფირფიტაზე ბურთულები, ერთმანეთისგან 4-5 სმ. დაშორებით.
  • გამოვაცხოთ გაზქურაში 25-30 წუთი 180°C

ნაბიჯი №1

მზა ნამცხვარი ოცნება გავჭრათ სიგანეზე და გავაციოთ.


ნაბიჯი №2

შუაში მოვათავსოთ ათქვეფილი კარაქი და შედედებული რძე.


ნაბიჯი №3

ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი. შოკოლადის მინანქარის რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე.


ნაბიჯი №4

გემრიელი ნამცხვარი ოცნება!


ავტორი: magdalina
ნანახია: 6204-ჯერ


Loading...

Loading...