მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 1 კგ. ხაჭო
  • 100 გრ. კარაქი
  • 150 გრ. შაქარი (ან შაქრის პუდრა)
  • 120 გრ. არაჟანი
  • 100 გრ. ნიგოზი
  • 100 გრ. ცუკატები
  • 200 გრ. შოკოლადი

მომზადების პროცესი

ხაჭო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში
 
 
 
კარაქს დაუმატეთ, შაქრის პუდრა კარგად აურიეთ, დაამატეთ არაჟანი,

 
 
და ეს მასა შეურიეთ ხაჭოს.
 
 
 
 
დაამატეთ ცუკატები, (ცუკატებს და ქიშმიშს გადაავლეთ ცხელი წყალი და ტილოში შეამშრალეთ) ნიგოზი და ყველა ინგრიდიენტი შეურიეთ ერთმანეთს. ასევე დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი.
 
 
 
 
შემდეგ ეს მასა ჩადეთ მარლაში და მოათავსეთ ყალიბში(მე გამოვიყენე ყვავილების ქოთანი რომლის ძირი გახვრეტილია-ნახვრეტი საჭიროა სითხის გამოსაწურად), კარგად შეახვიეთ დაადეთ სიმძიმე და ჩადეთ მაცივარში. 24 საათის შემდეგ პასკა მზად იქნება.
 
 
 
 
 ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და გააფორმეთ ცუკატებით.
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: diana
ნანახია: 24729-ჯერ



Loading...

Loading...