მაღლა


ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 1ჭ. შაქარი
  • 1ჭ. მაწონი
  • 1ჩ.კ. სოდა/ძმრით
  • 1პ. ვანილი
  • 1,5 ჭ. ფქვილი ან (9 ს.კ. ფქვილი)
  • ჯემი (ვაშლის) 7-8 ს.კ. 

მომზადების პროცესი

 
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.
 
 

 
დაუმატოთ მაწონი,  ვანილი.
 
 
 
 
სოდა / ძმრით და ფქვილი, ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
 
 
 
 
დავასხათ ცხიმ ცასმულ კალკა ჩაფენილ ჟარუნზე.
 
 
 
 
შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად 180 გრადუსზე.
 
 
 
 
როცა გამოცხვება გადმოვაბრუნოთ გამომცხვარი ფირფიტა და მოვაცალოთ კალკის ქაღალდი.
 
 
 
 
 
წაუსვათ ჯემი და გადავახვიოთ რულეტი.
 
 
 
 
 
 
შევახვიოთ ჩაის ტილოში  20 წუთი (რომ ჩარბილდეს).
 
 
 
 
მოვხსნათ ჩაის ტილო და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: rusiko
ნანახია: 36245-ჯერ



Loading...

Loading...