მაღლა


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 4 / ცალი
  2. რძე / 400 / მლ
  3. შაქარი / 400 / გრ
  4. მარგარინი / 250 / გრ
  5. ვანილი / 1 / 10
  6. ფორთოხლის ცედრა / 1 (მწიკვი) / თავი
  7. ფქვილი / 400 / გრ
  8. ვაშლი / 500 / გრ
  9. სოდა და ძმარი / 1 / ჩაის კოვზი

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი ავთქიფოთ. ჩავასხათ რძე და მოურიოთ. დავამატოთ გამდნარი მარგარინი, სოდა ძმრით, ვანილი და ფორთოხლის ცედრა. დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. (უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის)

ნაბიჯი №1

ცომი გავყოთ ორ ნაწილად. 1 ნაწილი ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში, ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ტაფაში და მოვთუშოთ 50 გრ. მარგარინთან და 2 ს.კ. შაქართან დაახლოებით 5 წუთი. გავაგრილოთ და ნახევარი მოვაყაროთ ვაშლის პეროგის პირველ ფენაზე. შემდეგ მოვასხათ ცომის მეორე ნახევარი და მოვაყაროთ დარჩენილი მოთუშული ვაშლი. (ზემოდან მე მოვაყარე ქოქოსის ფანტელები)


ნაბიჯი №2
შევდგათ გაზქურაში და ვაცხოთ 180°C ვაცხოთ მზადყოფნამდე.

ნაბიჯი №3
გემრიელად მიირთვით!

ავტორი: likuna
ნანახია: 89128-ჯერ


Loading...

Loading...