მაღლა


ინგრედიენტები

  1. ინგრედიენტი კრემისთვის / /
  2. კვერცხი / 2 / ცალი
  3. შაქარი / 100 / გრ
  4. ფქვილი / 1 / სუფრის კოვზი
  5. კარაქი / 1 / სუფრის კოვზი
  6. რძე / 250 / მლ
  7. კარაქი / 50 / გრ
  8. ინგრედიენტი ცომისთვის: / /
  9. კვერცხი / 3 / ცალი
  10. შაქარი / 1 ჭიქა /
  11. ვანილის შაქარი / 1 შეფუთვა /
  12. კარაქი / 100 / გრ
  13. ფქვილი / 1,5 ჭიქა. /


ნაბიჯი №1
მოვამზადოთ კრემი: კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით შევათქვიფოთ კაკაო და ფქვილი. დავასხათ რძე და ისევ ავთქვიფოთ. კრემი დავდგათ დავალ ცეცხლზე და შეუჩერებლივ ვურიოთ შესქელებამდე. დავამატოთ კარაქი, ავურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ნაბიჯი №2

მოვამზადოთ ცომი: კვერცხი შაქარი და ვანილის შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით. ნელ-ნელა შევათქვიფოთ ფქვილი. დავამატოთ გამდნარი კარაქი. ყველა ინგრედიენტი ავთქვიფოთ მიქსერით. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი თხელი ცომი. გამოვაცხოთ ვაფლის გამოსაცხობ აპარატში. თითოეული ვაფლი ცხელივე გადავახვიოთ შემდეგ გავაციოთ და მოვათავსოთ ვაფლის კრემი.


ავტორი: magdalina
ნანახია: 5709-ჯერ


Loading...

Loading...