მაღლა


ინგრედიენტები

  1. კვერცხი / 10 / ცალი
  2. ფქვილი / 250 / გრ
  3. შაქარი / 350 / გრ
  4. კაკაო / 3 / სუფრის კოვზი
  5. ვანილი / 1 / შეფუთვა
  6. ტორტის კრემი / 500 / გრ
  7. ხილი / გემოვნებით /
  8. კენკრა / მოსართავად /

ვიდეო




ნაბიჯი №1

გამოვაცხოთ ბისკვიტი:

  • კვერცხის გული და კვერცხის ცილა განვაცალკევოთ. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით. ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი.     
  • შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხის გული. 
  • პატარა საცრის დახმარებით დავაცრათ ერთმანეთში არეული კაკაო, ვანილი და ფქვილი.
  • ავურიოთ ფრთხილად, ხის კოვზით დაბლიდან ზევით. ნაზად ვურევთ სანამ ფქვილი მთლიანად არ შეერევა მასას
  • ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ პერგამენტიან ფორმაში და გამოვაცხოთ 180°C გაზქურაში.
 
 

ნაბიჯი №2

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილიდან ამოვიღოთ შუა გული. ბისკვიტის ორივე მხარე დავნამოთ მურაბის წვენით.


ნაბიჯი №3
ხილი გავრეცხოთ და დავჭრათ.

ნაბიჯი №4
ბისკვიტის ქვედა ნაწილზე დავალაგოთ ხილი. (მე ატამი, ბანანი და ალუბალი გამოვიყენე) ზემოდან წავუსვათ ერთმანეთში არეული ბისკვიტის ნაჭრები და ტორტის კრემი. შემდეგ წავუსვათ ტორტის კრემი.

ნაბიჯი №5

ბისკვიტის ქვედა ნაწილზე დავადოთ ბისკვიტის მეორე მხარე. წავუსვათ ტორტის კრემი. გვერდებზე მოვაყაროთ დაფშვნილი ბისკვიტი. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.


ნაბიჯი №6
ბოლოს მოვრთოთ ჟოლოთი და ალუბლით.

ნაბიჯი №7
გემრიელი შოკოლადის ტორტი მზადაა! გემრიელად მიირთვით.

ავტორი: aks75
ნანახია: 3770-ჯერ


Loading...

Loading...