მაღლა
Aliexpress WW


ზაფხულის ტოლმა

ზაფხულის ტოლმა
 

ინგრედიენტები

  • 2 კგ. ბულგარული წიწაკა
  • 2 ც. სტაფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 200 გრ. ბრინჯი
  • 1 კგ. პამიდორი
  • 100 გრ. ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • ცოტა ხმელი რეჰანი
  • ქინძი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების პროცესი

ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ 400 მლ. წყალში



ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ სახეხზე და მოვწალოთ ზეთში.




დაუმატოთ მოხარშულ ბრინჯს.




ვადუღოთ დაბალ გაზზე.



 დაუმატოთ მარილი და პილპილი, ცოტა ხმელი დაფშხვნილი რეჰანი.

 

 

ბულგარულს მოვაჭრათ თავები და გავასუფთაოთ თესლებისგან.

 



უკვე გასუფთავებულ ბულგარულ წიწაკაში ჩავდოთ პატარა კოვზით ბრინჯის იგთავსი.

 

 

დავაწყოთ ტაფაზე.







დავასხათ ზეთი.


 

დავახუროთ თავსახური.





პერიოდულად გადავაბრუნოთ.




როცა ყველა გვერდი შეიწვება დავასხათ გახეხილი პამიდორი.


 

თუ ცოტა სქელია პამიდორი შეგვიძლია დავასხათ ცოტა ადუღებული წყალი.





 

დავახუროთ თავსახური დავტოვოთ დაბალ გაზზე.


ზემოდან დავაყაროთ დარჩენილი ბრინჯის შიგთავსი.

ბოლოს ცოტა მარილი და დანაყილი ნიორი მოვაყაროთ.




გემრიელად მიირთვით!



ავტორი: likuna
ნანახია: 43382-ჯერ



Loading...

Loading...