მაღლა


ინგრედიენტები

  1. ქამა სოკო / 400 / გრ
  2. კატოფილი / 350 / გრ
  3. სტაფილო / 150 / გრ
  4. ხახვი / 150 / გრ
  5. ბრინჯი / 1 ჭიქა /
  6. კამა / 20 / გრ
  7. ოხრახუში / 20 / გრ
  8. ქინძი / 10 / გრ
  9. ახალი ნიორი / 20 / გრ
  10. მარილი პილპილი / გემოვნებით /


ნაბიჯი №1
საჭირო მასალა

ნაბიჯი №2
  • ბრინჯი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 2 ლ. წყალი და დავდგათ ცეცხლზე.
  • დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ 10 წუთი.
  • სანამ იხარშება ბრინჯი და კარტოფილი, დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში 2 წუთის განმავლობაში.
  • 2 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი სტაფილო, დაჭრილი ახალი ნიორი და დაჭრილი ქამა-სოკო.
  • დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  • მოშუშული სოკო დავამატოთ ქვაბში სადაც იხარშება ბრინჯი და კარტოფილი მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი 1 ც. დაფნის ფოთოლი, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ კიდევ 7-10 წუთი. 
  • ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
  • გემრიელი ქამა-სოკოს სუპი მზადაა!

ავტორი: aks75
ნანახია: 2489-ჯერ


Loading...

Loading...