ინგრედიენტები
- 1კგ.ვაშლი
- 200 გრ. საზამთროს მურაბის წვენი
- 100 გრ. ქიშმიში
- 125 გრ. მარგარინი
- 200გრ. ფქვილი
- 1 ნაჭერი ანანასი
- 50 გრ. წითელი მოცხარი
- 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი
- 5 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. ზეთი
- 1 ვანილი
- 1 გამაფხვიერებელი
- ცოტა მარილი
- ილი, დარიჩინი, გრეიფურტის ცედრა - გემოვნებით
მომზადების პროცესი

ყალიბს წაუსვით ცხიმი.

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, დაახლოებით 2 ვაშლი გავხეხოთ სახეხზე.

თასში ჩავასხათ მურაბის წვენი (მე საზამთროს მურაბის წვენი გამოვიყენე). ჩავყაროთ გრეიფურტის ცედრა, ილი, დარიჩინი, ცოტა მარილი დანის წვერით, ვანილი, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. შაქარი,

ნახევარი პაჩკა მარგარინი,

პაკეტი გამაფხვიერებელი (რაზრიხლიტელი) ან 1ჩ.კ. სოდა ძმრით, ცოტა ქიშმიში,1ჭიქა ფქვილი. ყველა ინგრიდიენტი ავთქვიფოთ მიქსერით.


ვაშლის ნაჭრები დავალაგე ცხიმწასმულ ყალიბზე.

ზემოდან მოვაყარე 3 ს.კ. შაქარი.


ყალიბში ჩალაგებულ ვაშლს დავასხათ ცომი ზემოდან.

და კოვზით კარგათ მოვასწოროთ.

ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ვაშლი,ანანასი, ქიშმიში.

წითელი მოცხარი

შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად 180 გრადუსზე.




გემრიელად მიირთვით!
ავტორი:
likuna
ნანახია: 12927-ჯერ
Loading...