მაღლა


ლობიო ქოთანში

ლობიო ქოთანში
 

ინგრედიენტები

  • 1კგ. ლობიო
  • 2თავი ხახვი
  • 100გრ.ზეთი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • ქინძი
  • ქონდარი
  • უცხო სუნელი
  • მარილი დამწიწაკა გემოვნებით

მომზადების პროცესი

 
ლობიო გავრეცხოთ.
 
 
ჩავყაროთ თიხის ქოთანში დავასხათ წყალი, იმდენი რომ ფარავდეს ლობიოს.  
 
 
რომ ადუღდება წყალი გადაუქციოთ.
 

 
ისევ დავასხათ ახალ ადუღებული წყალი და რომ წამოდუღდება ისევ გადაუღვაროთ მეორეთ.
 
 
 
 
დავასხათ ისევ ახალი წყალი და მოვხარშოთ ლობიო, სანამ მოიხარშება თუ წყალი ჩაიშრო დრო და დრო ჩავამატოთ ადუღებული წყალი.
 
 
ხარშვისას გაუკეთოთ დაფნის ფოთოლი და მწიწაკა.
 
 
 
კარგად რომ მოიხარშება ლობიო, წვენი ცალკე თასში გადავწუროთ .
 
 
 
 
 
 ლობიოს მარცვლები ჩავზილოთ.
 
 
წვრილად დავჭრათ ხახვი, მწვანილები, დავჭყლიტოთ საჭყლეტში ნიორი.
 
 
 
ხახვი მოვხრაკოთ ზეთში და გაუკეთოთ ლობიოს, დავასხათ შენახული ლობიოს ნახარში (იმდენი რომ ძალიან თხელი არ გამოვიდეს)
 
 
 
შევანელოთ სუნელებით, ნიორით, მწვანილებით, მარილით. წამოვადუღოთ 2 წუთი და გადმოვდგათ გაზიდან.
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: likuna
ნანახია: 17638-ჯერ



Loading...

Loading...