ბოსტნეულის რაგუ კომბოსტოთი

ინგრედიენტები
- კომბოსტო / 1 / თავი
- პომიდორი / 2 / კგ
- სტაფილო / 1 / კგ
- ხახვი / 5 / თავი
- სვანური მარილი / ნახევარი / ჩაის კოვზი
- შავი პილპილი. / გემოვნებით /
- ნიორი / 5 / კბილი
მომზადების წესი
წვრილად დაჭრილი ხახვი ჩავდოთ ქვაბში და შევბრაწოთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი. დავამატოთ გახეხილი სტაფილო და ვბრაწოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და მოვშუშოთ კომბოსტოს დარბილებამდე. კომბოსტო, რომ დარბილდება დავამატოთ სახეხზე გახეხილი პომიდორი. მოვასხათ ცოტა წყალი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვაყაროთ სვანური მარილი და შავი პილპილი . ვხარშოთ მომზადებამდე.
ავტორი:
aks75
ნანახია: 7121-ჯერ
Loading...