აჯაფსანდალი კარტოფილით

ინგრედიენტები
- ბადრიჯანი / 500 / გრ
- პომიდორი / 600 / გრ
- ხახვი / 1 / ცალი
- წითელი ბულგარული / 1 / ცალი
- ნიორი / 4 / კბილი
- კარტოფილი / 500 / გრ
- რეჰანი / 20 / გრ
- ქინძი / 20 / გრ
- მარილი, შავი პილპილი / /
- მწვანე წიწაკა / 1 / ცალი
ვიდეო
მომზადების წესი
- ბადრიჯანი დავჭრათ პატარა ზოლებად.
- მოვაყაროთ 1 ს/კ მარილი და გადავდოთ 30 წუთით.
- წვენს რომ გამოუშვებს გავწუროთ.
- კარტოფილი, პომიდორი, წითელი ბულგარული, ხახვი, ნიორი და მწვანილი დავჭრათ წვრილად.
- კარტოფილი მოვათავსოთ ტაფაში და ცოტა ხანი შევწვათ მაღალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთი და გადმოვიღოთ ჯამში.
- ცალკე შევწვათ გაწურული ბადრიჯანი 5-6 წუთი და გადავდოთ.
- ცალკე მოვშუშოთ ხახვი, მწვანე წიწაკა და წითელი ბულგარული, დაახლოებით 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე, რომ არ დაიწვას.
- დავამატოთ ოდნავ შემწვარი კარტოფილი და ბადრიჯანი. შემდეგ დავამატოთ პომიდორი.
- დავაფაროთ და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დავამატოთ ნიორი, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. ვშუშოთ კიდევ 5 წუთი. ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი. კერძი მზადაა!
ავტორი:
aks75
ნანახია: 28008-ჯერ
Loading...