მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 2 კგ. ჭარხლის ფოთლები
  • 500 გრ. არაჟანი
  • 500 გრ. ყველი
  • 100 გრ. ფქვილი
  • მწვანილები: ქინძი, კამა, ოხრახუში
  • 2 კონა ხახვი
  • მარილი გემოვნებით

 

 

მომზადების პროცესი

 

ჭარხლის ფოთლები,  მწვანილები და ხახვი დავჭრათ წვრილად.

 

 
 
 
მოვაყაროთ მარილი და ხელით ცოტა მოვსრისოთ.
 
 
 
 
 მოვაყაროთ ფქვილი და ხელით ამოურიოთ.
 
 
 
 
 
 
გაუკეთოთ არაჟანი.
 
 
 
 
 ყველი გავხეხოთ სახეხზე.
 
 
 
 
ჩავაყაროთ ყველი.
 
 
 
 
 
 მივიღებთ ჭარხლის გულსართს.
 
 
 
 
მოვზილოთ დროჟიანი ცომი.
 
 
 
 
 მოვგუნდოთ გუმდებად. გავაბრტყელოთ ერთი გუნდა, ცომის შუაგულში ჩავდოთ ჭარხლის გულსართი.
 
 
 
 
 მოუკრათ თავი.
 
 
 
 
ამოვაბრუნოთ და ხელის გულით გავაბრტყელოთ.
 
 
 
 
 
 
 გამოვაცხოთ ტაფაზე.
 
 
 
 
 
 ერთი მხარე რომ დაიბრეწება, ამოვაბრუნოთ მეორე მხარეს. გამომცხვარს ცხელსვე წაუსვათ ზემოდან კარაქი.
 
 
 
 
 გემრიელად მიირთვით!
 
 
 

ავტორი: rima
ნანახია: 18847-ჯერ



Loading...

Loading...