ინგრედიენტები
- ხაჭო / 300 / გრ
- ფქვილი / 300 / გრ
- კვერცხი / 1 / ცალი
- მარგარინი / 250 / გრ
- ვანილი / 1 / შეფუთვა
- გამაფხვიერებელი / 15 / გრ
- მწიკვი მარილი / /
- ხილფაფა / შიგთავსისთვის /
მომზადების წესი
- ფქვილი ჩავყაროთ თასში.
- დავახეხოთ გაყინული მარგარინი.
- დავამატოთ ხაჭო. ავურიოთ.
- ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი, მარილი და მოვზილოთ ცომი.
- მიღებული ნამცხვარი სიგარეტების ცომი გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად.
- თითოეული ნაწილი შევფუთოთ ცელოფანში და ჩავდოთ მაცივარში 1-2 საათით.
- 1 საათის შემდეგ ცომის გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა. შემდეგ ცომი გავჭრათ სამკუთხედებად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად ხილფაფა და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.
- გამზადებული ნამცხვარი სიგარეტები, დავაწყოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ 180°C.
- როცა მზად იქნება, ცხელივე დავაყაროთ შაქრის პუდრა.
ავტორი:
likuna
ნანახია: 11489-ჯერ
Loading...