ინგრედიენტები
- კვერცხი / 4 / ცალი
- შაქარი / 400 / გრ
- სპრედი ნაგემი (82,5%) / 200 / გრ
- სოდა ძმრით / 1 / ჩაის კოვზი
- მაწონი / 100 / გრ
- ვანილი / 1 / პაკეტი
- ფქვილი / 300 / გრ
- ალუბალი, კურკა გამოცლილი (არაყში შენახული ან გაყინული) / 500 / გრ
მომზადების წესი
4 კვერცხის გულით და 200 გრ. შაქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი დავუმატოთ ვანილი, მაწონში ავურიოთ სოდა და ძმარი და ჩავასხათ გოგლი-მოგლში, სპრედი ნაგემი ოდნავ გავადნოთ ესეც დავუმატოთ გოგლიმოგლს, ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ შეურიოთ ფქვილი მიღებული მასა გადავიტანოთ ცხიმ წასმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში. ზემოდან მოვაყაროთ კურკა გამოცლილი ალუბალი. ცალკე მოვამზადოთ ბეზე: 4 კვერცხის ცილა და 200 გრ. შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ გახეხილი ლიმონის კანი. ალუბალ მოყრილ ცომს დავასხათ და მომზადებული ბეზე და კოვზით მივცეთ ტალღოვანი ფორმა. შევდგათ ღუმელში 170 გრადუს- ზე და ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი.
ქეთინო სეხნიაშვილი
ავტორი:
nagemi
ნანახია: 23808-ჯერ
Loading...