მწნილისთვის საჭიროა ნიორი, რომელსაც გარეთა კანის ფურცლები ჯერ ნედლი აქვს. ნიორი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ დიდ ქვაბში. დავასხათ წყალი და ცხრა დღის განმავლობაში დღეში ერთხელ ვუცვალოთ.
ნაბიჯი №2
ცხრა დღის შემდეგ ნიორი მოვათავსოთ ქილებში.
ნაბიჯი №3
10 ლიტრ წყალში გავხსნათ ნახევარი შეკვრა მარილი.
ნაბიჯი №4
მარილწხალი დავასხათ ქილებში. ზემოდან დავადოთ თავსახური და დავტოვოთ 5-6 დღის განმავლობაში. შემდეგ მჭიდროთ დავაფაროთ თავსახური და შევინახოთ გრილ ადგილას.