მაღლა
Aliexpress WW


ინგრედიენტები

  • 1 კვერცხი
  • 200 გრ. მაწონი
  • 70 გრ. კარაქი
  • 70 გრ. შაქარი
  • 250 გრ. ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა 
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • მასალა გულსართისთვის:
  • 100 გრ. ნიგოზი
  • 70 გრ. შაქარი

მომზადების პროცესი

თასში ჩავასხათ მაწონი, დარბილებული კარაქი, კვერცხი, მარილი, შაქარი, ვანილი და სოდა. 

 

ავთქვიფოთ ხელსათქვეფით.
 
 
 
ჩავაყაროთ ფქვილი, მოვზილოთ  რბილი ცომი.
 
 
 
 
 
ნიგოზი დავაბლენდეროთ და შეურიოთ შაქარი.
 
 
 
 
 
ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად. გავაბრტყელოთ მრგვალად და ცომის საჭრელით დავჭრათ ამ ფორმით.
 
 
 
 
ცომის ქვედა დიდ ნაწილზე ჩაის კოვზით ჩავდოთ გულსართი.
 
 
 
 
და გადავახვიოთ ქვემოდან ზემოთ.
 
 
 
 
 
ზემოდან შეგიძლიათ კვერცხის წასმა (მე მაწონი წაუსვი). შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ 180 % ზე.
 
 
 
 
 
 
გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: likuna
ნანახია: 83829-ჯერ



Loading...

Loading...