ინგრედიენტები
- მასალა ცომისთვის / : /
- წყალი / 125 / გრ
- რძე / 125 / გრ
- ფქვილი / 160 / გრ
- კარაქი / 100 / გრ
- მარილი / დანის წვერზე /
- შაქარი / ნახევარი / ჩაის კოვზი
- კვერცხი / 4 / ცალი
- მასალა კრემისთვის / : /
- შედედებული რძე / 1 ქილა /
- კარაქი / 200 / გრ
მომზადების წესი
- ჯამში ჩავასხათ რძე და წყალი. მოვაყაროთ მარილი და შაქარი.
- ჯამი დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე.
- გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი.
- მიღებული მოხარშული, ერთგვაროვანი ცომი დავდგათ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთით. თან შეუჩერებლივ ვურიოთ.
- გაცივებილ ცომში სათითაოდ შავაზილოთ 4 კვერცხი. მოხარშული ცომი უნდა იყოს საშუალო კონსისტენციის.
- საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტი.
- მზა ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ საცხობ ფირფიტაზე ბურთულები, ერთმანეთისგან 4-5 სმ. დაშორებით.
- გამოვაცხოთ გაზქურაში 25-30 წუთი 180°C
ავტორი:
magdalina
ნანახია: 16769-ჯერ
Loading...