ინგრედიენტები
- ქათმის ფილე / 200 / გრ
- ბოლოკი / 1 / კგ
- სტაფილო / 1 / ცალი
- მაიონეზი / 200 / მლ
- მწვანე ხახვი / 30 / გრ
- კამა / 20 / გრ
- ოხრახუში / 20 / გრ
- ქინძი / 20 / გრ
მომზადების წესი
- ბოლოკი გავხეხოთ სახეხზე, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 10 წუთი.
- შემდეგ ბოლოკი გავწუროთ.
- გაწურული ბოლოკი მოვათავსოთ სასალათეში.
- დავამატოთ მოხარშული ქათმის ფილე, გახეხილი სტაფილო, მწვანე ხახვი, და მწვანილები. მოვასხათ მაიონეზი. მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
- გემრიელი ბოლოკის სალათა მზადაა!
ავტორი:
aks75
ნანახია: 11786-ჯერ
Loading...